|
2022-08-03 20:19:07, 1025 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე კელი დეგნანზე - ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ, კითხვების დასმა და პასუხის მოთხოვნა, თავდასხმად არ უნდა განიხილებოდეს
,ჩვენ, არც ადრე და არც ახლა, კითხვებს არ ვსვამდით და არც ვსვამთ, მაგრამ რადგან მის მიმართ კითხვები დაისვა, ჩვენი გულწრფელი რჩევა იყო, რომ ამ კითხვებზე პასუხები გაცემულიყო, რომ შემდეგ ცუდი გაგრძელებები არ მოჰყოლოდა. თუმცა, ასეთი მკაფიო პასუხები ვერ გავიგეთ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კითხვების დასმა და მასზე პასუხების მოთხოვნა თავმოყვარე სახელმწიფოში თავდასხმად არ უნდა განიხილებოდეს. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მისამართით ისმევა შეკითხვა. ,, მაგრამ, ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ და თქვენც თუ ამაში მიერთდებით, რომ ვართ სახელმწიფო, კითხვების დასმა და მასზე პასუხის მოთხოვნა, თუ რჩევა, თავმოყვარე სახელმწიფოში თავდასხმად არ უნდა განიხილებოდეს და თავმოყვარე პოლიტიკოსებმა ეს არ უნდა ილაპარაკონ. დღეს, საქართველოში არიან, სამწუხაროდ, პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არის თავდასხმა. ქვეყნის გარეთ, ვიღაცამ რომ შეაფასოს, ეს გასაგებია, მან შეიძლება სუბიექტურად დაიცვას თავისი მეგობარი, ეს აბსოლუტურად გასაგებია. მაგრამ ქართველი, როდესაც კითხვის დასმას, რადგან ამერიკის ელჩია, უწოდებს თავდასხმას, ეს თავმოყვარე სახელმწიფოს წარმომადგენელმა, ოპოზიციის კი არა, ვინც არ უნდა იყო, არ უნდა თქვა. დიახ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს ამ ქვეყნის წინაშე მის მიმართ კითხვის დასმას, თავდასხმა დაარქვა, ეს თავმოყვარე სახელმწიფოში არც ოპოზიციონერმა და არც ხელისუფლების წარმომადგენელმა ასე არ უნდა იკადროს,’’- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)