|
2022-08-01 16:34:46, 1021 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - კონკრეტული ძალა, მათ შორის დასავლეთში, ცდილობს, რომ საქართველო იყოს მეორე ფრონტი
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ არსებობენ კონკრეტული ძალები, დასავლეთში, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველოში „მეორე ფრონტი“ იყოს. მდინარაძე კიდევ ერთხელ შეეხო ევროკომისიის კრიტიკულ რეზოლუციას, რომელშიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზეა საუბარი და მას „ფეიკზე აგებული“ უწოდა. "კონკრეტული ძალა, მათ შორის დასავლეთში, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო იყოს მეორე ფრონტი, შემთხვევითობას სხვა შემთხვევაში ვერ მივაწერდით, მაგალითად, 308 დეპუტის მხარდაჭერას იმ რეზოლუციის მიმართ, რომელიც მთლიანად ფეიკზე იყო აგებული, აქაც რომ ვერავინ შეძლო სპეკულირება იმ 308 დეპუტატს კი არ ვაბრალებ ამას მე, არსებობს რაღაც კონკრეტული, სერიოზული ძალა, რომელიც შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციასაც კი მეორე ხარისხოვან ადგილზე აყენებს, ოღონდ რაღაც დიდი ინტერესი იქნას აღსრულებული, ეს დიდი ინტერესი ყველა ხვდებით რაში მდგომარეობს, უზრუნველყოფს იმას, რომ 300-ზე მეტმა დეპუტატმა მხარი დაუჭიროს ფეიკ რეზოლუციას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 200-ზე მეტმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას", - თქვა მდინარაძემ. მისივე განცხადებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას აკეთებს, ადამიანების 70% საპირისპიროს ფიქრობს. "როდესაც ისინი ნაცმოძრაობის მხარდაჭერით ამბობენ, რომ დასავლეთს არ უნდა ომი ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ამის გამო იფიქრებს პირიქით, და ცოტა გაუფრთხილდნენ ამ ყველაფერს, როდესაც ნაცმოძრაობა ამტკიცებს რაღაცას, ადამიანები საპირისპიროს ფიქრობენ, მინიმუმ ამ ქვეყნის მოსახლეობის 70%. ამიტომ თვითონ ნუ დააყენებენ ისეთ მოცემულობას, რა ფრაზაც არასდროს არავინ გაგვიხმოვანებია და თვითონ იმართლებენ თავს,"- განაცხადა მდინარაძემ.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)