13:47 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-29 14:43:32, 875 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - წლის პირველ ნახევარში ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია

წლის პირველ ნახევარში ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმის ფონზე, როცა მთელ მსოფლიოში შეინიშნება ეკონომიკური ზრდების შენელება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.  

მისი თქმით, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა, ხოლო პირველი ექვსი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 10.5% შეადგინა.

„წლის პირველი ნახევარი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ, რაც ძალიან კარგია. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმის ფონზე, როცა მთელ მსოფლიოში შეინიშნება ეკონომიკური ზრდების შენელება და რიგ შემთხვევაში, ბევრ ქვეყანაში ეკონომიკის შემცირება, ეკონომიკის დაცემა. ასე რომ, ასეთ პირობებში, როცა რთულ რეგიონში, გლობალური კრიზისის პირობებში, საქართველო აღწევს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მიუთითებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მშვიდობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით, ბიზნესის და ინვესტიციების ხელშეწყობის პოლიტიკით, საბოლოო ჯამში, მიიღწევა მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics