|
2022-07-29 10:27:58, 835 ნახვა
პოლიტიკა
კახიშვილი - ბოლოს, მივედით იმ დონეზე, რომ ელჩები გამოდიოდნენ და უკვე პირდაპირ აფასებდნენ პოლიტიკას
მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თავიდანვე, 2013 წლიდან, ბევრი რამე მივუშვით და ზედმეტის უფლება მივეცით ყველას. ჩვენ ვიცით პარტნიორებიც, მეგობრებიც, ელჩების პატივისცემაც. ალბათ დამეთანხმებით, რომ არასდროს ყოფილა შემთხვევა, როდესაც კონფრონტაცია ხდებოდა,’’ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახი კახიშვილმა ტელეკომპანია კორჯიან თიმსის ეთერში. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ზოგ შემთხვევაში, ელჩები პირდაპირ აფასებდნენ პოლიტიკურ პროცესებს. მისი თქმით, დიპლომატიური ეტიკეტი ითვალისწინებს იმას, რომ თუ ელჩს რაიმე საკითხი აქვს, უნდა იმუშაოს კონკრეტული დარგის სამინისტროსთან, ან საპარლამენტო უმრავლესობასთან. ,,ბოლოს, მივედით იმ დონეზე, რომ ეხებოდა, არ ეხებოდა, ელჩები გამოდიოდნენ და უკვე პირდაპირ აფასებდნენ პოლიტიკას და საკუთარ გადაწყვეტილებებს ახმოვანებდნენ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი ელჩი გამოვიდეს რომელიმე ქვეყანაში და დაიწყოს ყველაფრის შეფასება. ელჩი, რა თქმა უნდა, წარმოადგენს თავის ქვეყანას, მაგრამ დიპლომატიური ეტიკეტი ითვალისწინებს იმას, რომ თუ რაღაც საკითხები აქვს, რომელზეც მუშაობს, ამ საკითხების შესახებ უნდა ემუშაოს, ან საპარლამენტო უმრავლესობას, ან სამინისტროებს. მინისტრობის პერიოდში ინტენსიური შეხვედრები მქონდა საელჩოებთან. სიმართლე რომ გითხრათ, არც ერთი საკითხი არ ყოფილა ისეთი, რომელიც მათ დაუსვამთ და ჩვენ არ განგვიხილავს. ასევე, იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის პერიოდში, მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, ვატყობდი და ეს არ მსიამოვნებდა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ჩემი აზრით, ნაკლები პატივისცემით ეკიდებოდნენ სახელმწიფო ინსტიტუციებს,’’ - განაცხადა კახიშვილმა.
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)