14:15 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-27 21:41:01, 1286 ნახვა

პოლიტიკა
29 ივლისს, 19:00 საათზე კანცელარიასთან აქცია „ბიჭვინთისთვის“ გაიმართება

29 ივლისს, 19:00-ზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ვიკრიბებით, რათა საქართველოს მთავრობას ვუთხრათ, რომ დღეს, როდესაც საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, დუმილი დანაშულია. - ამის შესახებ აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

მათივე თქმით, 7 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ოკუპანტი ქვეყნის მიერ ბიჭვინთის ტერიოტრიის მითვისებაზე. 

"დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთს მფლობელობაში გადაეცემა. ე.წ. შეთანხმება შედგა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შორის. 

აღნიშნულმა ფაქტმა აფხაზეთის მოსახლეობაში მწვავე პროტესტი გამოიწვია. ადგილობრივები თვლიან, რომ ეს არის ანექსია და რუსეთის ფედერაციის მიერ ტერიტორიების სამუდამოდ წართმევა. 

7 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ოკუპანტი ქვეყნის მიერ ბიჭვინთის ტერიოტრიის მითვისებაზე. 

29 ივლისს, 19:00-ზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ვიკრიბებით, რათა საქართველოს მთავრობას ვუთხრათ, რომ დღეს, როდესაც საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, დუმილი დანაშულია". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას, რუსეთი ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics