|
2022-07-27 11:38:29, 854 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - ივანიშვილმა ფარისევლური და ამაზრზენი წერილი გამოაცხო
ივანიშვილმა წერილი გამოაცხო, ფარისევლური და ამაზრზენი,- ასე ეხმიანება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს. როგორც უგულავა წერს, "ქართულმა ოცნებამ" დასავლეთთან "ყველა ხიდი დაწვა". "ჩემს და ბანკს შორის ურთიერთობას ქვეყანას თავს არ მოვახვევო." აბა "ვერტალიოტზე", ნახატების აქეთ-იქით ზიდვაზე და "სვის კრედიტთან" დაძაბულობაზე თავად არ გვამცნეთ. მთელი სახელისუფლო პროპაგანდა ააწყეთ ამაზე, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას და ომში ჩათრევას გაიძულებდნენ - პირდაპირ დასახელდა აშშ, როგორც მთავარი მტერი. ან ის სამი საცოდავი ჩიტი რატომ გამოყავით ჩიტების დედა ბუდეს? დღე და ღამე რომ ჩვენს პარტნიორებს ლანძღვენ! ახლა როცა ყველა ხიდი დაწვა ოცნებამ დასავლეთთან, ყველა ჩვენი პარტნიორი კრიმინალად გამოაცხადა, თავიდან იწყებთ ვირეშმაკობას - დავალაგოთ ურთიერთობა დასავლეთთანო. ალბათ, მიხვდით რომ თქვენი მეტრი პუტინი წააგებს ომს და გამარჯვებულის მხარეს გინდათ შეეტენოთ! სანქციების შიში ოხერია. ფული კი არ მოგაკლდებათ, მაგრამ რეპუტაციულად განადგურდებით. აღარ გამოგივათ ქვეყნის ასე აბუჩად აგდება დაგაგვიანდათ! დეოლიგარქიზაციაა დასავლეთთან ურთიერთობის წინაპირობა. დეოლიგარქიზაცია ანუ თქვენი ძალაუფლებიდან რეალური წასვლა. თქვენს ვირეშმაკობას, ორპირობას და ფარისევლობას აღარავინ იღებს. თქვენთან ერთად საქართველოს ევროპული მომავალი არ აქვს და რაც უფრო მალე ჩამოეცლებით ამ ქვეყანას უკეთესია თქვენთვის და საქართველოს მომავლისთვის პ.ს. ელჩ დეგნანთან დაკავშირებით პირადად თქვენი საქციელი არის მდაბალი და ამაზრზენი. მთელი ეგ ისტორია თქვენს მეწვრილმანე, ინტრიგანის ბუნებას წარმოაჩენს. პ.პ.ს. და კიდევ ერთი - გაანთავისუფლეთ სააკაშვილი და გვარამია. ეს თქვენი ვალია. დიახ, ვალი ამ ქვეყნის მიმართ, რომელსაც დაბრუნება უნდა",- წერს უგულავა. შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს სამი საათის განმავლობაში ხვდებოდა. ოლიგარქმა ასევე გააგრძელა მმართველი პარტიის რიტორიკა იმის შესახებ, რომ "გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ". სრული განცხადება შეგიძლიათ ნახოთ აქ.
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
კობახიძე - ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)