|
2022-07-24 18:48:45, 1685 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგრეო - უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ, წინასწარ შექმნილი ცუდი დამოკიდებულება არ გვაქვს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს წინასწარ შექმნილი ცუდი დამოკიდებულება უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ. მისივე თქმით, უკრაინული მხარე რუსეთთან საუბარს მხოლოდ გამარჯვების შემდეგ გეგმავს. „ჩვენ არ გვაქვს წინასწარ შექმნილი ცუდი დამოკიდებულება მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან უკრაინის ხელისუფლება, პრეზიდენტი, გამუდმებით ამბობს, რომ მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე უკრაინა არ დაამარცხებს რუსეთს“, - განაცხადა ლავროვმა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, რუსეთმა უარყო უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივა, იმ მიზეზით, რომ ეს პროცესი არ არის "სერიოზული ხალხის ყურადღების ღირსი". რუსეთის საგარეო სქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, ჩატარებულმა მოლაპარაკებებმა ცხადყო, რომ უკრაინას „ სერიოზული განხილვის სურვილი არ ჰქონდა“. "ისინი უბრალოდ ვერასდროს შეძლებენ ისეთი რამის გადმოცემას, რაც სერიოზული ადამიანების სერიოზულ ყურადღებას დაიმსახურებს.სამშვიდობო მოლაპარაკებებს არავითარი აზრი არ აქვს არსებულ ვითარებაში,"- განაცხადა ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)