|
2022-07-20 22:21:16, 1682 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - უკრაინისა და აშშ-ს პირველი ლედის ყვითელი და ლურჯი ფეხსაცმელი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ერთნი ვართ
უკრაინისა და აშშ-ს პირველი ლედის ყვითელი და ლურჯი ფეხსაცმელი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ უკრაინა და აშშ ყველა გაგებით ერთნი არიან. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები სჭირდება, რთა უამრავი ადამიანის სიცოცხლე დაიცვან. "ურთიერთობებში პროტოკოლის ან ჩაცმულობის ერთ დეტალს ყველა განცხადებაზე მეტის თქმა შეუძლია. ბევრი კითხვაა: უკრაინისა და შეერთებული შტატების პირველი ლედის ყვითელი და ლურჯი ფეხსაცმელი - დამთხვევაა თუ გააზრებული პროტოკოლური ჟესტი? სინამდვილეში არც პირველია და არც მეორე - ეს არ არის წინასწარი შეთანხმების შედეგი და არ არის დამთხვევა. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ უკრაინა და აშშ ყველა გაგებით ერთნი არიან. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)