|
2022-07-13 13:59:19, 829 ნახვა
მსოფლიო
გრეგოროვა ხელისუფლებას - თქვენი თავის გარდა, კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელს არავინ გიშლით
თქვენი თავის გარდა არავინ გიშლით ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებაში,- ევროპარლამენტარი, მწვანეთა ალიანსის წევრი, მარკეტა გრეგოროვა საქართველოს მთავრობას მიმართავს. მისივე თქმით, 2022 წლის ბოლომდე მნიშვნელოვანია ანტიკოპრუფციული, საარჩევნო და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული რეფორმების გატარება. "საქართველომ უნდა გაატაროს საჭირო რეფორმები იქამდე ვიდრე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება 2022 წლის ბოლოს. უნდა დასრულდეს საარჩევნო რეფორმა და საარჩევნო კამპანიებში არსებული ხარვეზები, სასამართლო სისტემის რეფორმები, ანტიკორუფციული სერვისების ქონა, იქამდე დარჩენილ დროს ვიყენებ, რომ მივმართო საქართველოს მთავრობას, რომელიც, შესაძლოა გვისმენდეს - გთხოვთ, ამ დავალების შესრულება განიხილოთ სერიოზულად და განავითარეთ რეფორმები, რომლებიც წარადგინა კომისიამ, ყველასთან ერთად იმუშავეთ პარლამენტში, მათ შორის ოპოზიციასთან. ეს არაა პარტიებზე ან ინდივიდებზე, ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია თქვენი ქვეყნისთვის და თქვენი თავის გარდა არავინ გიშლით ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებაში,"- აცხადებს გრეგოროვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)