05:08 - 28 Jun, 2026
|
2022-07-12 18:41:06, 1545 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთთან გაცვლის შედეგად, 400-ზე მეტი სამხედროს ცხედარი დაიბრუნა
უკრაინამ რუსეთთან წარმოებული გაცვლის შედეგად, 400-ზე მეტი სამხედროს სხეული მიიღო. მათი უმრავლესობა აზოვსტალში დაღუპული დამცველები არიან. თითქმის ყველა იდენტიფიცირებულია. თუმცა, განსაკუთრებულ ვითარებაში დაკარგული პირების კომისარმა, ოლეგ კოტენკომ აღნიშნა,რომ ბევრი ცხედარი საბუთების გარეშე ჩამოდის და უცნობია მათი ვინაობის დადგენა. „არის შემთხვევები, როცა ცხედარია, მაგრამ დნმ-ს არ გვაძლევენ, ამიტომ, როცა მოლაპარაკებებს ვაწარმოებ,თ რუსეთთან არის შეთანხმება, რომ დავწეროთ მაინც საიდან არის ეს ცხედარი - ეს არის ლუგანსკის მიმართულება, ვოლნოვახა თუ ხარკოვის მიმართულება", - განაცხადა კოტენკომ. ცნობისთვის, რუსეთი არ აკეთებს საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცების აღრიცხვას, რათა არ მოხდეს მათი სრული რაოდენობის დადგენა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)