|
2015-02-05 13:05:43, 836 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ჯონ ქერი ეწვევა
საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა. როგორც ვიზიტის დასრულების შემდეგ თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, საქართველოს უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მინისტრი, ჯონ ქერი ეწვევა. საგარეო უწყების ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტისას გარდა პოლიტიკური დიალოგისა, ვიზიტის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების საკითხი. განხილული იყო ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს მიიყვანს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან. როგორც მინისტრმა ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, მიმდინარე წლის მარტში დაიგეგმა კომერციის დეპარტამენტის, სავაჭრო ეკონომიკურ მისიის საქართველოში ვიზიტი, რაც იქნება კარგი შესაძლებლობა ამერიკული ბიზნესისთვის გაიცნონ საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ის ახალი რეალობა, რაც არის სავაჭრო-ეკონომიკურ პოლიტიკაში. ეს ვიზიტი იქნება სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი დიალოგი შედგა აშშ-ის კვლებით ცენტრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გაიმართა დისკუსიები საქართველოსთვის ყველა საინტერესო თემაზე, მათ შორის დღევანდელ რეგიონალურ გამოწვევებსა და რუსეთთან ურთიერთობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)