19:52 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 12:51:18, 1640 ნახვა

ომი უკრაინაში
გაიდაი - რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკის 70%-ზე მეტს აკონტროლებენ, ბრძოლები გრძელდება

რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკის 70%-ზე მეტს აკონტროლებენ, ქალაქში ბრძოლები გრძელდება,- ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, დაბომბვის გამო მასობრივი ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეუძლებელია. სამხედროები დღეში მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გაყვანას ახერხებენ, ბრძოლები კი იმდენად მძიმედ მიმდინარეობს, რომ ისინი შეიძლება დღეების განმავლობაში გაგარძელდეს.

„აზოტის“ ქარხანაში სევეროდონეცკის 500-მდე მცხოვრები რჩება, მათგან 40 ბავშვია. სამრეწველო ტერიტორია ძლიერ დაბომბულია დიდი კალიბრის არტილერიით.

გაიდაიმ თქვა, რომ უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის თაობაზე სევეროდონეცკის „აზოტის“ ქარხნიდან.

„ჩვენ ვცდილობთ შევთანხმდეთ ირინა ვერეშჩუკის დახმარებით დერეფნის მოწყობაზე, ჯერჯერობით უშედეგოდ. „აზოტის“ თავშესაფრები ისეთი ძლიერი არ არის, როგორც მარიუპოლის „აზოვსტალში“, ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ ხალხი უშეცდომოდ უსაფრთხოების გარანტიებით”,-განაცხადა გაიდაიმ.

ამასთან, გაიდიას თქმით, ლისიჩანსკში დამპყრობლებმა დაბომბვა გააძლიერეს. ბოლო დღეებში ამ ქალაქში ყველაზე მეტი დაღუპული და დაჭრილია.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics