06:28 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 13:45:33, 1152 ნახვა

სამართალი
ბათუმის „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლების აყვანა სცადა

ბათუმში  „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, შეიარაღებულმა მძარცველმა მძევლების აყვანა სცადა. შემთხვევა დღეს, 10 ივნისს, დაახლოებით 12 საათზე მოხდა, „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში.ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები" ავრცელებს.

 მედიის ცნობით, თავდამსხმელი სალაროს გახსნას ითხოვდა. მან სცადა მძევლის აყვანაც იარაღის მუქარით, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ბანკის სხვა თანამშრომლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.

„წინააღმდეგობის შემდეგ მძარცველმა პისტოლეტის მსგავსი იარაღიდან ერთხელ გაისროლა ჰაერში. სროლის ხმაზე ბანკის თანამშრომლები გარეთ გამოიქცნენ. შენობაში დარჩა მხოლოდ მძარცველი და როცა მიხვდა, რომ სალაროს ვერ გახსნიდა, თავადაც გაიქცა“, – აცხადებს ბანკის თანამშრომელი.

მისი თქმით, მძარცველმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.

რაც შეეხება მის მონაცემებს, ის იყო 20-25 წლის კაცი, რომელსაც ყვითელი ჰუდი ეცვა და სათვალე ეკეთა.

ბანკის თანამშრომლის თქმით, მძარცველს დაედევნა პოლიცია.

"ექსპრესნიუსი" შინაგან სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics