21:51 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 16:22:29, 817 ნახვა

ეკონომიკა
ნინო თანდილაშვილმა ბიზნესსექტორთან კანონპროექტი „სამრეწველო ემისიების შესახებ“ განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კანონპროექტის „სამრეწველო ემისიების შესახებ“ განხილვის  სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

უწყების ცნობით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის კანონპროექტის განხილვა „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნინო თანდილაშვილმა ვრცლად ისაუბრა კანონპროექტის მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება კანონპროექტის შემუშავებისა და განხილვის პროცესში ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა.

„მოგეხსენებათ, აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების საფუძველი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების  შესრულება გახლავთ. ჩვენი მიზანია, კერძო სექტორთან მაქსიმალური კოორდინაციით შევიმუშაოთ ეფექტიანი საკანონმდებლო ბაზა, რამაც, საბოლოოდ, გარემოს დაბინძურების შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

უწყების ცნობით, კანონპროექტის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიების შემცირება და კონტროლი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics