15:55 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-28 15:17:46, 1592 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გაერთიანებული ძალები - ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 49 დასახლება დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 49 დასახლებული პუნქტი დაბომბეს.  - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალები ავრცელებს.

მათივე თქმით, თავდასხმის შედეგად რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა დონეცკში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

"მტერმა გაანადგურა და დააზიანა 100-მდე სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის: 81 სახლი, სახანძრო სადგური, ცინიატის სამშენებლო ქარხანა, არტემის ფერმის სასოფლო-სამეურნეო საწარმო, ავტოგასამართი სადგური, რეკრეაციული ცენტრი "ფლორესტა" და სხვა ობიექტები.
გაერთიანებული ძალების შემადგენლობაში შემავალი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვედანაყოფები დღეში 5 ხანძარს აქრობდნენ.
პიროტექნიკოსებმა 40 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics