|
2022-05-26 15:53:25, 1655 ნახვა
ეკონომიკა
აუთვისებელი თანხების გამო დონორებისგან საქართველოს 6 მლნ ლარის საკომისიო დაეკისრა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს გეგმის მქონე 95 პროექტიდან, რომელთა ათვისებას 74.2 მილიონი ლარი უნდა დასჭირვებოდა, მხოლოდ 17 შესრულდა, ხოლო დარჩენილი 32 პროექტის ათვისება გეგმის 70%-ზე ნაკლებით მოხდა. აუდიტის ცნობით, გამოყოფილი რესურსის დაბალი ათვისება განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადს (Commitment Fee) კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე, რადგან პროექტის დაგეგმილზე დაგვიანებით განხორციელება იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას. „2021 წელს საგარეო წყაროებიდან მოზიდული საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში 60%-ზე დაბალი ათვისების 12 საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში სულ გადახდილი ვალდებულების გადასახადი 5.8 მლნ ლარს შეადგენს“,- აღნიშნულია ანგარიშში. 2021 წელს დაბალი ათვისების მქონე საინვესტიციო პროექტებზე, სესხის აუთვისებელ ნაწილზე, გადახდილი ვალდებულების ჩამონათვალი:
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)