|
2022-05-25 12:48:34, 1006 ნახვა
ეკონომიკა
ბრენდები Nike და Marks & Spencer რუსეთს საბოლოოდ ტოვებენ
ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ამერიკული მწარმოებელი Nike რუსეთის ბაზარს ტოვებს, წერს „ვედომოსტი“. დღეს ცნობილი გახდა, რომ ტანსაცმლის ბრიტანული მწარმოებელი Marks & Spencer სრულიად გადის რუსეთიდან. ცნობილია, რომ კომპანია უახლოეს მომავალში ვერ შეძლებს რუსეთის ფედერაციაში მიწოდების ორგანიზებას და რადგან მარაგები ამოიწურება, IRG იძულებული იქნება დახუროს ყველა მაღაზია ამ ბრენდის ქვეშ. IRG-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა ლუდმილა სემუშინამ ვედომოსტისთვის დაადასტურა, რომ Nike-ის პროდუქტების მიწოდება შეჩერებულია და თავად საქონელი დეფიციტურია. ამასთან დღეს ცნობილი გახდა, რომ ტანსაცმლის ბრიტანული მწარმოებელი Marks & Spencer საბოლოოდ ტოვებს რუსულ ბაზარს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ნათქვამია კომპანიის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში. რუსეთში საქონლის მიწოდება ჯერ კიდევ მარტში შეწყდა, თუმცა იურიდიული თავისებურებების გამო რუსეთის ბაზრიდან სრულად გასვლა ვერ მოხერხდა, ამიტომ რუსეთის ფედერაციაში 50-მდე Marks & Spencer-ის მაღაზია განაგრძო ფუნქციონირება. ახალ პრესრელიზში ნათქვამია, რომ კომპანია საბოლოოდ დატოვებს რუსეთს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)