18:12 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 18:05:00, 1832 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის ეკონომიკა უძლებს სანქციების გავლენას, საკმაოდ ღირსეულად

რუსეთის ეკონომიკა ღირსეულად უძლებს სანქციებს. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ავრცელებს.

მისივე თქმით, ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად უძლებს რუსეთი სანქციებს.

"მიუხედავად ყველა სირთულისა, მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის ეკონომიკა უძლებს სანქციების გავლენას, საკმაოდ ღირსეულად უძლებს. ამას მოწმობს ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი". - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics