19:51 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-21 17:57:29, 1730 ნახვა

ომი უკრაინაში
ხარკოვის მერი - ყველაფერს ავაშენებთ, ყველაფერი ახალი იქნება

ყველაფერს ავაშენებთ, ყველაფერი ახალი იქნება. - განაცხადა ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა.

მისივე თქმით, როცა გყავს ისეთი მეზობელი როგორიც რუსეთია და მით უმეტეს პუტინის რეჟიმი, აუცილებელია მაქსიმალურად გათვალო უსაფრთხოების ზომები.

"ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში საცხოვრებელი ფონდის 30 პროცენტი გაანადგურეს. ძალიან ბევრი სახლი აღდგენას ან რეკონსტრუქციას საერთოდ არ ექვემდებარება. ძალიან ბევრი ახალი შენობა უნდა ავაშენოთ, საუბარია ახალი მიკრო რაიონებზე. ამაში მთელი მსოფლიო გვეხმარება. ყველა ახალ მიკრო რაიონს, ახალ საცხოვრებელს თავშესაფარი ექნება. ასევე საუბარია სკოლებზე და საბავშვო ბაღებზე. როდესაც გყავს ისეთი მეზობელი როგორიც რუსეთია და მით უმეტეს პუტინის რეჟიმი, აუცილებელია მაქსიმალურად გათვალო უსაფრთხოების ზომები. ყველაფერს ავაშენებთ. ყველაფერი ახალი იქნება." - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics