|
2022-05-18 21:15:40, 1518 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსს და სოფლის მეურნეობისა და სურსათის საკითხებში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები და რეფორმები. საუბარი შეეხო ქვეყანაში ამჟამად არსებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივას რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით. შეხვედრაზე, ძირითადად, ყურადღება გამახვილდა იმ პროგრამებზე, რომლებსაც მსოფლიო ბანკი სოფლის მეურნეობის სექტორში აფინანსებს, მათ შორისაა: ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ამ პროექტის მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალშიც ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)