16:01 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 15:44:46, 1890 ნახვა

ომი უკრაინაში
მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი ავრცელებს.

პოდოლიაკის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები აღდგება, მოდერატორი ვოლოდიმირ ზელენსკი იქნება.

„თუმცა, (მოლაპარაკების პროცესი) აღდგება და მეჩვენება, რომ მოდერატორი ზელენსკი იქნება“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. ამ მოლაპარაკებებზე უკრაინამ შესთავაზა ხელი მოეწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას მისთვის უსაფრთხოების გარანტიების ახალი სისტემის შესახებ.

ბუჩაში რუსი სამხედროების სისასტიკის შემდეგ პროცესი შეჩერდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს გარდა პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა.

24 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ  უკრაინული და რუსული მხარეები ერთობლივ დეკლარაციაზე მუშაობენ. ამასთან, დიპლომატმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics