|
2022-05-12 12:33:52, 1026 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიოს უმსხვილესი საავიაციო და სამოგზაურო სერვისების მიმწოდებელი კომპანია DNATA მილიონობით მგზავრს ბათუმის ტურისტულ პაკეტს შესთავაზებს
მსოფლიოს უმსხვილესი საავიაციო და სამოგზაურო სერვისების მიმწოდებელი კომპანია DNATA მილიონობით მგზავრს ბათუმის ტურისტულ პაკეტს შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურისრული დეპარტამენტი ავრცელებს. დუბაიში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და DNATA-ს მენეჯმენტს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გალფის ქვეყნებში ბათუმის პოპულარიზაციისა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. არაბული კომპანია DNATA მსოფლიოს 36 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ის 320 ავიაკომპანიის მილიონობით მგზავრს ემსახურება. წელს, კი კომპანია გალფის ქვეყნებში ბათუმს, როგორცოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებას გაუწევს რეკლამას და აქტიურად შესთავაზებსმომხმარებლებს. საქმიანი შეხვედრები დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენის "ATM"-ს ფარგლებშიმიმდინარეობს, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს. აჭარისა დაზოგადად, საქართველოს მიმართ მაღალია ინტერესი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, რაზეც სტენდთან ვიზიტორთა და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანით დაინტერესებულტურისტულ კომპანიათა მზარდი რაოდენობა მეტყველებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)