15:32 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 10:52:48, 755 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი - რუსეთი მსოფლიო წესრიგისთვის პირდაპირი საფრთხეა

რუსეთი დღეს არის ყველაზე პირდაპირი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ომით და მისი შემაშფოთებელი პაქტით ჩინეთთან,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა იაპონიის პრემიერ მინისტრ ფუმიო კიშიდასთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ .

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იაპონიაში მოლაპარაკებებზე იმყოფებიან. ვიზიტის მთავარი მიზანი რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე , აზიასა და მის ფარგლებს გარეთ ჩინეთის როლის განხილვაა. ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი თვლის, რომ, უკრაინაში არსებული ვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ევროპისათვის ასევე წყნარი ოკეანის ქვეყნებისათვის.

"ჩვენი როლი უკრაინაში კრიტიკულია ევროპისათვის, მაგრამ ის ასევე მნიშვნელოვანია ინდო-წყნარ ოკეანეში. ჩვენ ასევე გვსურს გავაღრმავოთ ჩვენი კონსულტაციები ჩინეთთან დაკავშირებით“, -  განაცხადა მიშელმა. 

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, იაპონია რუსეთისთვის დაწესებულ ყველა სანქციას შეუერთდა, მათ შორის ენერგეტიკულ აკრძალვებს.

"რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, არამედ ის არღვევს საერთაშორისო წესრიგის ბირთვს, მათ შორის აზიაში. ეს არ უნდა იყოს შეწყნარებული", - განაცხადა იაპომნიის პრემიერ-მინისტრმა. 
.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics