11:42 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 10:28:57, 2677 ნახვა

ომი უკრაინაში
მარიუპოლის დამცველი ილონ მასკს მიმართვავს: დაგვეხმარეთ აზოვსტალიდან შუამავალ ქვეყანაში გავიდეთ

მარიუპოლის დამცველი უკრაინელი საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა „აზოვსტალიდან" გასაღწევად დახმარებას ილონ მასკს სთხოვს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

ვოლინა ილონ მასკს აზოვსტალიდან შუამავალ ქვეყანაში გადაყვანას სთოხვს „შენ თუ არა, მაშინ ვინ?

„ხალხი ამბობს, რომ სხვა პლანეტიდან ხართ ტელეპორტირებული, რათა ხალხს ასწავლო შეუძლებელის სჯეროდეს. ჩვენი პლანეტები ერთმანეთის გვერდითაა, რადგან მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. დაგვეხმარეთ აზოვსტალიდან შუამავალ ქვეყანაში გავიდეთ. შენ თუ არა, მაშინ ვინ? მომეცი მინიშნება.“- წერს სერგეი ვოლინა.

შეგახსენებთ, რომ 4 მაისს რუსი სამხედროები აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და მუდმივი დაბომბვის შემდეგ „პოლკ აზოვის" პოზიციები გაარღვიეს. 

თავდასხმა 3 მაისს, ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მეორე ეტაპის შემდეგ დაიწყო. შაბათს, 30 აპრილს, მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული იქნა ცეცხლის შეწყვეტა. იმავე დღეს საღამოს აზოვსტალის ტერიტორია 20-მა ადამიანმა დატოვა. კიდევ ორი ​​დღის შემდეგ 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics