13:32 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 13:43:11, 1431 ნახვა

მსოფლიო
უნგრეთის საგარეო - თუ ევროკავშირი დათანხმდება ჩვენი პირობების შესრულებას, რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს დავუჭერთ

უნგრეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს იმ შემთხევაში დაუჭერს, თუ ევროკავშირი მის პირობებს დათანხმდება. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრ სიჯარტო Facebook-ზე ავრცელებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსული ნავთობის უარყოფა უზარმაზარ ზიანს მიაყენებს უნგრეთის ეკონომიკას და გაანადგურებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რითაც ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა უნგრეთს ეკონომიკური დახმარება უნდა გაუწიოს.

მისივე თქმით, ემბარგოს შემოღების შემდეგ საწვავის ფასი შესაძლოა 50-60%-ით გაიზარდოს, რაც თავის მხრივ სურსათზე ფასების ზრდას გამოიწვევს.

„ჩვენ ველოდებით წინადადებებს არა მხოლოდ ჩვენი გადამამუშავებელი ქარხნების ასობით მილიონი დოლარის რეკონსტრუქციის შესახებ, არა მხოლოდ ხორვატიის გავლით უნგრეთში ნავთობსადენის გამტარუნარიანობის გაზრდაზე ასობით მილიონი დოლარით, არამედ ეკონომიკის მომავლისთვის. ნავთობის ემბარგოს დასჭირდება პროგრამა უნგრეთის ენერგომომარაგების სტრუქტურის მოდერნიზაციისთვის, რომელიც დაახლოებით რამდენიმე მილიარდი ევრო დაჯდება“, - განაცხადა სიჯარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის წინადადებების ევროკავშირისთვის წარდგენას ამ კვირაში აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უნგრეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან რუსული ნავთობის აკრძალვას მხარს არ დაუჭერდა, ვინაიდან ეს უნგრეთის ენერგომომარაგებას სრულად გაანადგურებდა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კატეგორიული უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის მხარდაჭერასა და ემბარგოს უნგრეთისთვის „ატომური ბომბი“ უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics