13:39 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-07 15:45:28, 1214 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მუხტარ ბაბაევს შეხვდა

ბაქოში გამართული მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მუხტარ ბაბაევს შეხვდა.

„ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენლობასთან დაცული ტერიტორიების მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას.

პროგრამის ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მონიტორინგის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა. მათ შორის, საქართველოში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, აზერბაიჯანიდან მოხდა რამდენიმე ათეული ჯეირანის გადმოცემა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანულ მხრეს”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღნიშნული წარმატებული თანამშრომლობისა და ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, 2013 წლიდან, ქურციკების რაოდენობა უწყვეტად იზრდება. 2021 წელს დაიბადა ქურციკების მე-7 თაობა და პოპულაციის რიცხოვნობამ დღეისთვის  200 ინდივიდს გადააჭარბა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) რეგიონული პროგრამის ფარგლებში, საართველოში დაიწყო ბიომრავალფეროვნების ტრანსსასაზღვრო მონიტორინგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებსა და მის მოსაზღვრედ, აზერბაიჯანში მდებარე ზაქათალას ნაკრძალს შორის. ამ დაცული ტერიტორიების შერჩევა განაპირობა მათმა უნიკალურობამ. 

„ბიომრავალფეროვნების კუთხით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები და ზაქათალას ნაკრძალი მნიშვნელოვანია მთელი კავკასიის რეგიონში, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ (ჭჭF) იდენტიფიცირებულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკორეგიონი მსოფლიოში.

ლაგოდეხის და ზაქათალას დაცული ტერიტორიების რთული მთიანი რელიეფის და გეომორფოლოგიური სტრუქტურების გათვალისწინებით, რთული იყო მონიტორინგის შესაბამისი მეთოდოლოგიების შერჩევა, თუმცა, ორი ქვეყნის ექსპერტების ძალისხმევით და ჩართულობით ეს მოხერხდა”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 

შეხვედრას გარემოს დაცვისა და დოფლის მეურნეობის მინისტრის პირველუ მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულყფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics