22:26 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 11:25:25, 2852 ნახვა

ომი უკრაინაში
გაეროს გენმდივანი - ომი გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი არ გადაწყვეტს მის დასრულებას

უკრაინაში ომი გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი არ გადაწყვეტს მის დასრულებას -  ეს განცხადება, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, CNN-თან საუბრისას გააკეთა.

გენერალური მდივანი თვლის, რომ ომის დასრულება მოლაპარაკებებით შეუძლებელია, მისი აზრით პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა, შეიარაღებული დაპირისპირების დასრულების შემდეგ გაჩნდება. 
  
„ომი არ დასრულდება შეხვედრებით. ომი დასრულდება, როდესაც რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს მის დასრულებას და როცა იქნება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სერიოზული პოლიტიკური შესაძლებლობა. ჩვენ შეგვიძლია ყველა შეხვედრა ჩავატაროთ, მაგრამ ეს არ დაასრულებს ომს," - განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა

 შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური მდივანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირისპირ შეხვდა, რათა  ჰუმანიტარული დახმარებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობები განეხილა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics