21:04 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 11:55:53, 1599 ნახვა

ომი უკრაინაში
ენტონი ბლინკენი - ვერ ვხედავთ რაიმე ნიშნანს იმისა, რომ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებს სერიოზულად ეკიდება

აშშ-ს არ სჯერა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განწყობის უკრაინასთან დიპლომატიური თანამშრომლობის დამყარებაზე,- ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.

ბლინკენმა აღნიშნა ისიც, რომ აშშ აჩქარებს იარაღის მიწოდებას უკრაინაში და რომ პროცესი ახლა უკვე უკრაინისგან მოთხოვნის მიღებიდან  72 საათს საჭიროებს.

„აქამდე ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინი სერიოზულად ეკიდება კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა ბლინკენმა

ამასთან ერთად, ბლინკენმა გამოხატა აშშ-ს სურვილი, მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ომის დიპლომატიური დასრულებისკენ და დასძინა, რომ ვაშინგტონის მიზანია დარწმუნდეს იმაში, რომ უკრაინას აქვს უნარი მოიგერიოს რუსული აგრესია და, უფრო მეტიც, გააძლიეროს თავისი პოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან.

„ტერიტორია, რომლის აღებაც რუსეთის მთავრობამ ორი თვის წინ მიიჩნია, დღეს მტკიცედ ეკუთვნის უკრაინას.

კიევში ჩვენ დავინახეთ ქალაქის გაცოცხლების ნიშნები: ხალხი ჭამდა ქუჩაში, ისხდნენ სკამებზე და სეირნობნენ. ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ, რომ უკრაინელებმა მოიგეს ბრძოლა კიევისთვის", - დასძინა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რომ ენტონი ბლინკენი იყო პირველი, ვინც კანონმდებლებს მას შემდეგ ესაუბრა, რაც თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად, 24 აპრილს მოულოდნელად ჩავიდნენ კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics