21:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 19:04:03, 1648 ნახვა

ომი უკრაინაში
კიევის ცენტრში დაიწყო „ხალხთა მეგობრობის“ საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი

კიევის ცენტრში დაიწყეს დემონტაჟი ხალხთა მეგობრობის თაღის ქვეშ მდებარე მონუმენტისა, რომელიც უკრაინელი და რუსი ხალხების მეგობრობას განასახიერებს.- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრიივ ხელისუფლება ავრცელებს.

მათივე თქმით, ხალხთა მეგობრობის თაღი კიევის 1500 წლისთავისა და სსრკ-ს შექმნის 60 წლისთავის სადღესასწაულოდ აღიმართა 1981 წლის ნოემბერში და ახლა მისი დანგრევის დროა.

" ეს არის უკრაინის რუსეთთან გაერთიანების აღსანიშნავი მონუმენტი რომლის დემონტაჟიც ახლა დროული და ადეკვატურია". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics