19:52 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 11:10:12, 1652 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის დუმის სპიკერი - უკრაინა ტერორისტული სახელმწიფოა, ზელენსკიმ პასუხი უნდა აგოს

უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინა ტერორისტული სახელმწიფოა, ზელენსკიმ პასუხი უნდა აგოს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ,- ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. 

დუმის სპიკერი ამტკიცებს, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის გაჩაღების შემდეგ, კიევი გადავიდა ტერორისტულ თავდასხმებზე სხვა ქვეყნებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. 

"გუშინ FSB-მ აღკვეთა ჟურნალისტების ვლადიმერ სოლოვიოვის, მარგარიტა სიმონიანის, დიმიტრი კისელიოვის, ევგენი პოპოვის, ოლგა სკაბეევას, ტიგრან კეოსაიანის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა.

საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის გაჩაღების შემდეგ, კიევი გადავიდა ტერორისტულ თავდასხმებზე სხვა ქვეყნებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის ის, რასაც ნეონაცისტური იდეოლოგიის მხარდაჭერა მივყავართ

უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინა ტერორისტული სახელმწიფოა. ზელენსკიმ პასუხი უნდა აგოს. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, - აღნიშნა ვოლოდინმა.

მისივე თქმით, „რაც მოხდა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების სისწორესა და დროულობას ადასტურებს“.

ცნობისთვის, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს "ტერორისტული ჯგუფი", რომლებიც ნეონაცისტური ჯგუფის წევრები არიან და რომლებმაც დაკითხვისას თქვეს, რომ აპირებდნენ ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობას და განიხილავდნენ თავდასხმებს სხვა ცნობილ წარმომადგენლებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics