12:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 13:54:01, 2666 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა Google ომის შესახებ „არასანდო მონაცემების გავრცელებისთვის“ 4 მილიონი რუბლით დააჯარიმა

რუსეთმა ამერიკული კომპანია Google, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ „არასანდო მონაცემების გავრცელებისთვის“, 4 მილიონი რუბლით დააჯარიმა. ამის შესახებ გამოცემა TASS-ი იტყობინება.

როგორც რუსული მხარის საქმის მასალებიდან ირკვევა,  YouTube პორტალზე გამოქვეყნებული ვიდეოები შეიცავდა არაზუსტ მონაცემებს რუს სამხედროებსა და  მათ ნათესავებს შორის არსევული სატელეფონო საუბრების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სასამართლომ კომპანია Google უკრაინული აზოვის პოლკის შესახებ, რუსეთის ფედერაციაში „აკრძალული მასალების გავრცელების გამო“, ასევე  7 მილიონი რუბლით  დააჯარიმა. 

2021 წლიდან რუსული სასამართლო რეგულარულად აკისრებს ჯარიმებს იმ უცხოურ  კომპანიებს, რომლებიც ინტერნეტ სივრცეში რუსული სეგმენტისათვის  აკრძალული კონტენტის წაშლაზე უარს აცხადებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics