10:23 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 11:16:08, 1860 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების ნაწილმა, განცდილი დანაკარგების შემდეგ, უარი თქვეს ბრძოლაზე

უკრაინის გენერალური შტაბის განხადებით, შავი ზღვის ფლოტის სამხედროებთან ბრძოლებში მნიშვნელოვანი დანაკარგების შემდეგ, რუსეთის სამხედროების ნაწილმა უარი თქვა ბრძოლაზე. ამის შესახებ გენერალური შტაბის დილის რეზიუმეშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, შავი ზღვის ფლოტის 126-ე სანაპირო თავდაცვის ბრიგადის დანაკარგები 75%-ს შეადგენს. შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეულმა საზღვაო ბრიგადამ დაკარგა 158 სამხედრო მოსამსახურე, დაახლოებით 500 დაიჭრა, 70 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

"ამ ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაწერა მოხსენებები, რომლებიც უარს აცხადებენ ეგრეთ წოდებულ „სპეციალურ ოპერაციაში“ მონაწილეობაზე",- აღნიშნავს გენერალური შტაბი.

ცნობისთვის, 18 აპრილს ცნობილი გახდა ომის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ. დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის რეგიონების თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, დამპყრობლები ცდილობდნენ გაერღვიათ უკრაინის თავდაცვა.

რუსეთის ფედერაციის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარებაზე და ადრე ოკუპირებული ტერიტორიის შენარჩუნებაზე.

პარალელურად გრძელდება მარიუპოლის ბლოკადა და დაბომბვა, ასევე რუსული სარაკეტო თავდასხმები სხვა ქალაქებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics