|
2022-04-14 18:01:44, 1238 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია - კლიმატური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების ეფექტიან გამოყენებას
„წლების განმავლობაში, წყლის რესურსების მართვის სფეროს დერეგულირებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი პრობლემები, მოიშალა წყლის რაოდენობაზე და ხარისხზე დაკვირვების სისტემა, ქაოტურმა წყალმოხმარებამ, სტანდარტების გაუქმებამ, სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობამ გააუარესა ზედაპირული წყლების ხარისხი საქართველოს მდინარეებში. წყლის რესურსების არარაციონალური გამოყენება კი, გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს წყლის რესურსების შემცირების რისკს და საფრთხის ქვეშ აყენებს წყალზე ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებული პრობლემების აღმოფხვრისთვის, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაწყებულია წყლის რესურსების მართვის სფეროს ფუნდამენტური რეფორმა. ევროპული დირექტივების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობით, მომზადდა “წყლის რესურსების მართვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი, რომლის განხილვაც მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში.
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)