02:56 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 13:08:28, 932 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, არ გააძლიეროს რუსული ნავთობის შესყიდვები

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის მოუწოდა, რომ არ გააძლიეროს რუსული ნავთობის შესყიდვები, ვინაიდან ამით შესაძლოა უკრაინას ომში  მეტი ზიანი მიადგეს.

„პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ არ სჯერა, რომ ინდოეთის ინტერესებში შედის რუსული ენერგიის ან სხვა საქონლის იმპორტის დაჩქარება ან გაზრდა“,- განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ.

ფსაკიმ ასევე დასძინა, რომ აშშ-ს შეუძლია დაეხმაროს ინდოეთს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაში.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და სხვა ქვეყნები ცდილობენ შეზღუდონ მოსკოვის ენერგეტიკული მოგება, ინდოეთმა ახლახან გააძლიერა შესყიდვები. ინდოეთი ასევე იმ 58 ქვეყანას შორის იყო, რომელმაც გასულ კვირას თავი შეიკავა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გაგდებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics