|
2022-04-11 12:58:37, 1105 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ განახლებული მაკრო მიმოხილვა გამოაქვეყნა
„თიბისი კაპიტალმა“ განახლებული მაკრო მიმოხილვა გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, მაშინ როდესაც საომარი კონფლიქტის სწრაფი გადაწყვეტა ჯერჯერობით უფრო ოპტიმისტური მოლოდინია, საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის კუთხით საპროგნოზო მაჩვენებლები მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. გაურკვევლობა კვლავ მაღალია, თუმცა შემუშავებული საბაზო სცენარით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდაა ნავარაუდები. აღსანიშნავია რომ, როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ეკონომიკური აქტივობის მატების პოტენციალი დაახლოებით 7.5% იყო. ამაზე იანვარ-თებერვლის მაჩვენებლები მიუთითებს. ამასთან, ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორები მარტშიც საკმაო მდგრადობას ინარჩუნებს. კერძოდ, მიგრაციის ეფექტის ნაწილობრივი კონტრიბუციით, გრძელდება ტურიზმის აღდგენის დინამიკა. ასევე, პოზიტიურ ზრდას ინარჩუნებს გზავნილებიდან მიღებული შემოსავლები. სავაჭრო ბალანსის კუთხით, მართალია იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა გაზრდილი ფასების ხარჯზე, მიუხედავად უკრაინასა და რუსეთში მნიშვნელოვანი შემცირებისა, ასევე იმატებს საექსპორტო შემოსავლები და საქონლით სავაჭრო ბალანსი მხოლოდ ზომიერად უარესდება. გაზრდილი სატრანზიტო გადაზიდვების მხრივ, წელს შედარებით მცირე წვლილია გათვალისწინებული. ლარის კურსთან დაკავშირებით „თიბისი კაპიტალის“ შეფასება დიდწილად ნეიტრალურია. ლარის მხარდამჭერი არგუმენტებიდან აღსანიშნავია საბაზო სცენარით სავალუტო შემოდინებებისა და გადინებების ბალანსის გაუმჯობესება. ასევე, მართალია მაღალი ინფლაცია წელსაც მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება და 2021 წლის მსგავსად, არაერთ შემთხვევაში მოსახლეობის რეალური შემოსავლების მატება სათუოა, თუმცა ეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების წინაპირობაა, რაც ლარის კურსისათვის პოზიტიური ფაქტორია. ამასთან, რეგიონის სხვა ვალუტებთან ლარის საშუალო კურსი მცირედით, მაგრამ შედარებით მაინც უფრო სუსტი ლარის არგუმენტია. საყურადღებოა, რომ პუბლიკაციის ავტორების შეფასებით, არ არის აუცილებელი, რომ ლარის შესაძლო გაუფასურებამ ეკონომიკის ზრდის შეფერხებაზე გარკვეული დამაბალანსებელი ეფექტი იქონიოს. უფრო მეტიც, საქართველოს ეკონომიკისათვის უფრო რელევანტური ანალიზის საფუძველზე, ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკის ზრდას შორის შესაძლოა უარყოფითი კავშირიც კი არსებობდეს, განსაკუთრებით თუ ადგილი აქვს ე.წ. შოკის გამაძლიერებლის ეფექტს. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)