12:50 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 10:52:33, 1210 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისიმ“, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, Euromoney-სგან 2 ჯილდო მოიპოვა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა Euromoney“- „თიბისი“ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მომწოდებლად დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „თიბისიმ“ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთაშორისო დაფარვის დონე, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური მიდგომები.

ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, „თიბისის“ ბაზრის წილი - 48%-ს, პორტფელი კი 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. „თიბისის“ ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1 000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე, საერთაშორისო კომპანია სარგებლობს.

მათივე ცნობით, კლინეტი კომპანიებისთვის ვაჭრობის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდის, დამატებითი შესაძლებლობებისა და ციფრული გადაწყვეტების შექმნის მიზნით, 2021 წლის განმავლობაში, „თიბისი“ არაერთ საერთაშორისო პროექტში ჩაერთო.

„თიბისი“ ერთადერთი ქართული ბანკია, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, we.trade პლატფორმას შეუერთდა და საპილოტე პროგრამაში - Preview Offering Program ჩაერთო. სატესტო პროგრამის მიზანი ვაჭრობის დაფინანსების პროცესში ციფრული ხელშეკრულებების დანერგვა იყო.

ამასთანავე, „თიბისი“ პირველი ბანკია რეგიონში, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პროექტებშია ჩართული. „თიბისიმ“, Marco Polo პლატფორმის საშუალებითა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით, საპილოტე რეჟიმში, კომერცბანკთან ერთად, 2 სავაჭრო ტრანზაქცია განახორციელა.

„თიბისი“ მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ტრანზაქციის მონაწილეც იყო, რომელიც EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერითა და FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით განხორციელდა.

„საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სულ უფრო მზარდია მოთხოვნა ვაჭრობის დაფინანსების ისეთ გადაწყვეტებზე, რომლებიც ვაჭრობის პროცესსა და მომარაგების ჯაჭვს კიდევ უფრო მოქნილს ხდის. გამოწვევებით სავსე ბოლო 2 წლის განმავლობაში, კომპანიებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, თუ რას ნიშნავს მუდმივად ცვალებადი გარემო. სწორედ ამიტომ, კლიენტები ჩვენგან, მათი პარტნიორი ბანკებისგან, დროულ მომსახურებას, ბიზნესპროცესების გამარტივებას, ექსპერტული აზრით მხარდაჭერასა და კონკურენტულ განაკვეთებში დაფინანსებას ელიან. აქედან გამომდინარე, Euromoney-ს საერთაშორისო აღიარება, ვაჭრობის დაფინანსების ბაზარზე არა მარტო ჩვენს მოწინავე პოზიციას უსვამს ხაზს, არამედ ადასტურებს, რომ პარტნიორების საჭიროებებსა და ზოგადად, გლობალურ ტენდენციებს წარმატებით ვპასუხობთ, კომპანიებს თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ და ნებისმიერ რეალობაში მათი სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძემ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics