20:40 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 18:23:37, 831 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი ნორვეგიის პარლამენტს - იარაღს, რომლითაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, გამოვიყენებთ მხოლოდ ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს უკრაინის დასახმარებლად დამატებითი შეიარაღების მიწოდება სთხოვა.

კერძოდ, ზელენსკის განაცხადებით, უკრაინას რუსული აგრესიის შესაჩერებლად გემსაწინააღმდეგო რაკეტები, Harpoon ტიპის რაკეტები, საჰაერო სარაკეტო სისტემები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი სჭირდება.

"მადლობელი ვარ თქვენი მთავრობისა და საზოგადოების მხარდაჭერის, უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის იარაღით დახმარებისთვის. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ომის შესაჩერებლად, ჩვენ ვკარგავთ ხალხს, ქალაქებს, რომლებიც განადგურებულია. ამიტომ, მინდა ნათლად განვაცხადო, რა გვჭირდება: გემსაწინააღმდეგო რაკეტები, Harpoon ტიპის რაკეტები, საჰაერო სარაკეტო სისტემები და ასევე ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. ყველა იარაღს, რომლითაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, გამოვიყენებთ მხოლოდ ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის”, - განაცხადა მან ნორვეგიის პარლამენტისადმი მიმართვისას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics