17:59 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-29 18:31:10, 764 ნახვა

მსოფლიო
ბორის ჯონსონი - რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სანქციების მოსახსნელად საკმარისი არ არის

რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სანქციების მოსახსნელად საკმარისი არ არის, - ამის შესახებ  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

"მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს სანქციების მოხსნის მიზეზი,” - განუცხადა ჯონსონის სპიკერმა ჟურნალისტებს მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს, როგორც შემდგომი ეკონომიკური ზომების გამკაცრებით, ისე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გზით, რათა რუსეთის გეგმები შეიცვალოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics