16:29 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-29 09:26:16, 990 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტში საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფაა დაგეგმილი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფაა დაგეგმილი. აღნიშნულ დოკუმენტს სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ, ეკონომიკურ განვითარებას, ასევე მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს მის მდგრადობას, კრემლის მავლე გავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ის მხარს დაჭერს საქართველოს სამოქალაქო სექტორს, გააუმჯობესებს დამოუკიდებელ, დაბალანსებულ მედიაზე წვდომას, ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პოლარიზაციას და მხარს დაუჭერს პოლიტიკურ პარტიებს შორის შერიგების პროცესს. 

დოკუმენტში საუბარია ეკონომიკურ საკითხებზეც და აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ასევე, ის დაეხმარება ენერგოუსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics