16:28 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-26 14:22:49, 1033 ნახვა

მსოფლიო
ოკუპანტები ქალაქ სლავუტიჩში შევიდნენ და ქალაქის ჰოსპიტალი აიღეს - კიევის ოლქში ორდღიანი „კომენდანტის საათი" გამოცხადდა

რუსი ოკუპანტები კიევის ოლქის ქალაქ სლავუტიჩში შევიდნენ და ქალაქის ჰოსპიტალი აიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მედია ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

კიევის რეგიონული სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ქალაქის მერი, იური ფომიჩევი გაიტაცეს, თუმცა მოგვიანებით უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სლავუტიჩის მერი გაათავისუფლეს. 

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამის“ გვერდზე ოლქში კვლავ ორდღიანი ე.წ კომენდანტის საათი გამოაცხადა, რომელიც დღეს საღამოს 20:00 საათიდან 29 მარტის დილის 07:00 საათამდე გაგრძელდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics