|
2022-03-24 14:09:13, 828 ნახვა
პოლიტიკა
Financial Times - ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-სთან ხანგრძლივი დავა მოიგო, შვეიცარიულ ბანკს ოლიგარქისთვის 500$ მილიონის გადახდა მოუწევს
Financial Times-ის ინფორციით, შვეიცარიის ბანკმა, Credit Suisse-მა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილთან ბანკის თანამშრომლის მიერ მოპარული თანხების დასაბრუნებლად ხანგრძლივი დავა მოიგო. გამოცემის ცნობით, ბანკს 500 მილიონამდე დოლარი ოდენობის თანხის გახდა დააკისრეს. Credit Suisse-მა განაცხადა, რომ მას აიძულებენ გადაიხადოს 500 მილიონ დოლარზე მეტი, როგორც კი ბერმუდის კუნძულების სასამართლო გამოაქვეყნებს ადგილობრივი ფილიალის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას. Financial Times-ის თანახმად, Credit Suisse-მა იანვარში გამოაცხადა, რომ 2021 წელს შექმნა 469 მილიონი დოლარის მოცულობის სარეზერვო ფონდი სასამართლო გარჩევებისთვის. მას დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. Financial Times-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან 2011 წელს დაიწყო, როდესაც ის კერძო საბანკო სფეროში კლიენტი იყო. სწორედ, მაშინ გახდა ცნობილი რომ ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი, პატრის ლესკოდრონი იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიაში რამდენიმე საჩივარი შეიტანა და „კრედიტ სუისის“ ბერმუდის შვილობილ კომპანიას უჩივლა. Credit Suisse-ი, დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ლესკოდრონი იყო წარმატებული თაღლითი ოპერატორი, რომელიც 2018 წელს სისხლის სამართლის წესით დამნაშავედ ცნეს და 2020 წელს ვადამდელი გათავისუფლების შემდეგ, თავი მოიკლა. ლესკოდრონის წინააღმდეგ შვეიცარიაში წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დადგინდა, რომ ბანკი დამნაშავე მხარე იყო, წერს Financial Times-ი.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)