10:41 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 14:32:59, 1213 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნა იქნება პირდაპირი შეტაკება რუსეთსა და ნატო-ს შორის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში სამშვიდობო მისიების გაგზავნა რუსეთისა და ნატო-ს შეიარაღებული ძალების პირდაპირი შეტაკება იქნება. -  ამის შესახებ სერგეი ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენმა პოლონელმა კოლეგებმა განაცხადეს უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის შესახებ. იმედი მაქვს მიხვდებიან რა არის სასწორზე. ეს იქნება პირდაპირი შეტაკება რუსეთისა და ნატო-ს შეიარაღებულ ძალებს შორის,  რომლის არიდება ყველას არა მარტო უნდოდა, არამედ ამბობდნენ, რომ არასოდეს უნდა მომხდარიყო." - განაცხადა ლავროვმა. 

გასულ კვირას პოლონეთმა განაცხადა, რომ გეგმავს ნატო-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს. შეგასენებთ, ნატო-ს საგანგებო სამიტი 24 მარტს, ბრიუსელში გაიმართება და მას ალიანსის წევრი სახელმწიფოთა ლიდერები დაესწრებიან, სადაც პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა გეგმავს აღნიშნულ ინიციატივაზე ისაუბროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics