10:42 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-22 22:30:50, 763 ნახვა

მსოფლიო
ხერსონი ჰუმანიტარულ კატასტროფას უახლოვდება

ხერსონი ჰუმანიტარულ კატასტროფას უახლოვდება. - ამის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი იტყობინება. დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რუსი დამპყრობლები აწყობენ რეპრესიებს ქალაქის მცხოვრებთა წინააღმდეგ. კერძოდ, 21 მარტს თავისუფლების მოედანზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც მოხუცი დაშავდა. სამოქალაქო წინააღმდეგობის ჩახშობის მცდელობის ფონზე, რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაცია ცდილობს შექმნას საოკუპაციო თვითმმართველობის ორგანოები.

„ჰუმანიტარული მდგომარეობა სწრაფად უარესდება. ქალაქში ბლოკადის გამო საკვებისა და მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტია. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ახალშობილები, რომლებსაც არ აქვთ ბავშვთა საკვები და ჰიგიენური საშუალებები, ასევე მძიმედ დაავადებულები. ასამდე უცხოელი სტუდენტი ხერსონში, ძირითადად აფრიკის ქვეყნებიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის მთავრობისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია ჯერჯერობით უარს ამბობს ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაზე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისა და საკვების მიწოდებისთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას გადამწყვეტი მოქმედებისკენ რუსეთის წინააღმდეგ, კერძოდ, შემოიღოს ახალი მტკივნეული ეკონომიკური სანქციები, რათა აიძულოს იგი მოხსნას ხერსონისა და უკრაინის სხვა ქალაქების ბლოკადა, შექმნას პირობები უკრაინელი და უცხოელი მოქალაქეების უსაფრთხო გასასვლელად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics