10:42 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-22 19:15:49, 2248 ნახვა

მსოფლიო
სტარტკომი - კითევთან ახლოს, ფრონტის ხაზზე, ამერიკელი ფოტოჟურნალისტი გაუჩინარდა

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციით, ამერიკელი ფოტოჟურნალისტი, მაქს ლევინი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, კიევთან ახლოს გაუჩინარდა.

სტარტკომის ცნობით, ფოტოგრაფის კვალი მას შემდეგ ქრება, რაც იგი 13 მარტს, სოფელ მოშჩუნის მიმართულებით წავიდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც მაქს ლევინი სამუშაოს ასრულებდა, ინტენსიური თავდასხმები დაიწყო.

,,ცნობილი ფოტოჟურნალისტი, მაქს ლევინი, რომელიც ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა, კიევთან ახლოს გაუჩინარდა. ჟურნალისტი 13 მარტს ბრძოლების გადასაღებად თავისი მანქანით წავიდა. მან ავტომობილი სოფელ ჰუტა მეჟიჰირსკასთან დატოვა და სოფელ მოშჩუნისკენ წავიდა. ფოტორეპორტიორის ტელეფონიდან შეტყობინება 11:23 საათზე შევიდა, რის შემდეგაც არ გამოჩენილა. იმ ტერიტორიაზე, სადაც ის სამუშაოს ასრულებდა, ინტენსიური თავდასხმები დაიწყო”, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics