|
2015-02-04 15:00:29, 887 ნახვა
პოლიტიკა
საქალაქო სასამართლოში კვლავ ხმაური და დაპირისპირებაა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს, კვლავ ხმაურია. მოსამართლის შესვენებაზე გასვლის დროს ერთამენთს ირაკლი კაკაბაძე და ბრალდებულების ნათესავები დაუპირისპირდნენ. თავდაპირველად ირაკლი კაკაბაძემ ბრალდებულის სკამზე მჯდომი პირების ნათესავებს უთხრა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ისინი სასამართლოზე არ უნდა იყვნენ და მათ სხდომაზე დაზარალებული მხარის ნათესავები უნდა შეეშვათ, რასაც ნათესავების გაღიზიანება მოჰყვა და ირაკლი კაკაბაძეს „ნარკომანი“ და „მკვლელი“ უწოდეს. ცნობისთვის, მოსამართლე ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. პროკურატურა 11-ივე პირისთვის პატიმრობას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)