10:41 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-22 18:46:27, 1006 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის შსს-მ დაადგინა იმ რუსი გენერლის ვინაობა, რომელმაც მარიუპოლის თეატრისა და სამშობიაროს დაბომბვა ბრძანა

დონეცკის ოლქის, ქალაქ  მარიუპოლის ბლოკადას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის არმიის გენერალ-პოლკოვნიკი, მიხაილ მიზინცევი ხელმძღვანელობს. სწორედ მან გასცა ბრძანება, რუს სამხედროებს დაეყარათ ბომბები ქალაქის დრამატულ თეატრზე. ასევე, მისი დავალებით დაბომბეს მარიუპოლის ის სამშობიარო სახლები, რომლებშიც იმ დროს, მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ Telegram-ში განაცხადა.

ანტონ გერაშჩენკომ განმარტა, რომ მიზინცევი პუტინის ფავორიტია და იგი ადრე ხელმძღვანელობდა ოპერაციას სირიაში.

გავრცელებულია ინფორმაცია, რომ 2014 წლიდან მიხაილ მიზინცევი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2017 წელს, მას მიენიჭა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება. 

„მან გასცა ბრძანება სამშობიარო სახლის, ბავშვთა სახლის, დრამატული თეატრისა და სამოქალაქო სახლების დაბომბვის შესახებ. ის ანგრევს მარიუპოლს, როგორც ადრე ანადგურებდა სირიის ქალაქებს", - აღნიშნა ანტონ გერაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში რუსმა ჯარებმა უკვე 3 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ადამიანთა გარკვეული ნაწილი კი, დაკრძალულია მასობრივ საფლავებში, სახელების გარეშე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics