08:46 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 14:41:02, 13198 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე - მსოფლიოს არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა

მთელს მსოფლიოში, არც ერთ ქვეყანაში, ისე ვითარებაში, რომელიც ახლა არის უკრაინაში, ანუ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს სიტუაცია განსაკუთრებული და უნიკალურია.

„ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად და ამ დროს, ამ ვითარებაში, როდესაც სიტუაცია არის არაპროგნოზირებადი და მოწყვლადი მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით, რა თქმა უნდა, სრულად მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომელიც იმართებოდა. ჩემთვის პირადად, როგორც მოქალაქისთვის სრულიად მიუღებელია აღნიშნული. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ეს, რა თქმა უნდა, იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც წლებია უკვე ატარებენ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, ეს არის მე-5 კოლონა, ეს არის შულავერის კომიტეტი, რომელიც საქართველოში მოქმედებს. ამიტომ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესს დავიცავთ ბოლომდე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics