|
2022-03-17 13:35:13, 842 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაციის მოწყობა იგეგმება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იგეგბმება პროვოკაციის მოწყობა, რის შემდეგაც, ეს პროვოკაცია საქართველოს ოპოზიციას უნდა დაბრალდეს. როგორც ექს-პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პროვოკაციის შედეგად, რუსეთი აპირებს, რომ საქართველოს მთავრობას მოსთხოვოს ოკუპირებული ტერიტორიების ნეიტრალიტეტის გამოცხადება. „სხვადასხვა დიპლომატიური წყაროებიდან და მათ შორის, ერთ-ერთი სერიოზული ქვეყნის სპეცსამსახურიდან მე მომივიდა ინფორმაცია, რომ მზადდება ძალიან დიდი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. ხედავთ, რომ მუდმივად არის ლაპარაკი, რომ საქართველოში არის „ომის პარტია“. იცით, მე მეზიზღება ომი და ჩემი ყველა კოშმარული სიზმარი არის, რომ ვარ პეკინზე, ჩემს სახლში, ბომბავენ ჩემს მეზობლებს, ჩემ ეზოს და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მე ომმა დამიტოვა ტრავმა და მინდა იცოდეთ, რომ ომი მეზიზღება ყველაზე მეტად და დარწმუნებული ვარ, ომი ეზიზღება ყველა ნორმალურ ადამიანს და თუ დააკვირდით, ომზე არავინ არ საუბრობს გარდა მთავრობისა, ერთი ჯგუფისა. ომზე საუბრობენ მუდმივად ისინი, ჩვენგან სიტყვა ომი არასდროს არ ყოფილა და ეს სერიოზულად დაფიქრების წყაროა. საქმე იმაშია, რომ საუბარია იმ გეგმაზე, რომლის თანახმადაც, იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის შიგნით, გამყოფ ხაზთან, რის შემდეგაც, ეს პროვოკაცია დაბრალდება საქართველოს ოპოზიცურ ჯგუფებს, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოსთხოვს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივი ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველოს მთავრობა მზად იქნება, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი. ეს არის, რაც იგეგმება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)