22:06 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 21:21:30, 943 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის საჰაერო სივრციდან ბელარუსის სოფელი დაბომბა, რათა ომში ბელარუსიც ჩაეთრია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ პარასკევს, რუსულმა ავიაციამ უკრაინის საჰაერო სივრციდან ბელარუსში, საზღვრის მახლობლად მდებარე დასახლება დაბომბა. უწყების ცნობით, მიზეზად, უკრაინა-რუსეთის ომში ბელარუსის ჩართვა დასახელდა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ადგილობრივი დროით, 14:30 საათზე (12:30 GMT), სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავი აფრინდა ბელორუსის აეროდრომიდან, გადავიდა უკრაინის საჰაერო სივრცეში და შემდეგ ესროლა სოფელ კოპანს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„ეს არის პროვოკაცია! მიზანია ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩართვა უკრაინასთან ომში!“, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებაში.

უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ იმავე ოპერაციის სამიზნე ბელორუსის კიდევ ორი დასახლებაც იყო.

„ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ: უკრაინის სამხედროებს არ აქვთ დაგეგმილი და არ აპირებენ რაიმე აგრესიული ქმედებების განხორციელებას ბელორუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics