16:25 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 17:16:12, 806 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ სოფელ ნორიოში მომხდარი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სოფელ ნორიოში მომხდარი განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დ.ყ.-ს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის 9 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნორიოში, დ.ყ.-მ, მომხდარი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სანადირო თოფიდან ზ.ქ.-ს, ი.შ.-ს და ვ.ქ.-ს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად მიღებული დაზიანებით ი.შ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზ.ქ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, მისი გადარჩენა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.  

,,სამართალდამცველებმა დ.ყ. 10 მარტს დაბა სურამში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით  (განზრახ მკვლელობა) და 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics